ვიდეოთამაშები
06 February
Square Enix-მა „ელიოტის თავგადასავლების“ ტრეილერი წარმოადგინა, გამოშვება 18 ივნისს შედგება
Square Enix-მა Nintendo Direct Partner Showcase-ის პირდაპირი ეთერის დროს წარმოადგინა ახალი ტრეილერი სამოქმედო როლური თამაშისთვის „The Adventures of Elliot: The Millennium Tales“. თამაში გამოვა 18 ივნისს Nintendo Switch 2-ზე, PlayStation 5-ზე, Xbox Series X|S-ზე და Windows PC-ზე. ტრეილერი თამაშის ოთხ ეპოქას მიმოიხილავს და HD-2D გრაფიკით არის შექმნილი.