კარენ გილანი, ჯოშ ჰაჩერსონი და ქლაივ ოუენი მონაწილეობას მიიღებენ მომავალ ზებუნებრივ თრილერში სახელწოდებით „მკრეხელობა“ (Blasphemous). THR-ის ახალი ანგარიშის თანახმად, სამეულმა ხელი მოაწერა კონტრაქტს მომავალ ფილმში სათამაშოდ, რომელიც ლუკ პიოტროვსკის, „ჯოჯოხეთის აღმზრდელისა“ (Hellraiser) და „იგი თოფით მიდის“ (She Rides Shotgun) სცენარისტის, სარეჟისორო დებიუტს წარმოადგენს. ფილმის წარმოება, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება. THR აღწერს ფილმს, როგორც „ეგზორცისტისა“ და „ტრენინგის“ ნარევს და მოგვითხრობს „ორ სასულიერო პირზე – ახალბედა მღვდელზე (ჰაჩერსონი) და მის ღვთისმოსავ მენტორზე (ოუენი), რომლებმაც ეშმაკით შეპყრობილი ახალგაზრდა ქალი (გილანი) ეგზორციზმისთვის უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ. ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყება, როდესაც ის მოულოდნელად გაიქცევა, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს და მათ რწმენას საბოლოო გამოცდას მოუწყობს“. ფილმის გაყიდვას North.Five.Six უზრუნველყოფს, რაზეც სავარაუდოდ ბერლინის მომავალ ევროპულ კინობაზრობაზე იმსჯელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მისი სცენარი 2023 წლის „შავ სიაში“ მოხვდა, რომელიც ჰოლივუდში ყველაზე პოპულარული, ჯერ კიდევ არაპროდიუსირებული სცენარების ყოველწლიური სიაა. მსახიობთა შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებაში, Sony-ის ყოფილმა აღმასრულებელმა სკოტ შტრაუსმა, რომელიც მისი Badlands-ის ბანერის პროდიუსერია, სცენარი შეაქო. „„მკრეხელობა“ ერთ-ერთი საუკეთესო სცენარია, რაც კი პროდიუსერთა ჯგუფს ოდესმე წაუკითხავს“, - თქვა შტრაუსმა განცხადებაში. „ეს არის უნიკალური ჟანრის მოგზაურობა, რომელიც გამოირჩევა მახვილგონივრული დიალოგით, მიმზიდველი პერსონაჟებითა და ძლიერი იდეებით“. გილანი ყველაზე ცნობილია თავისი როლებით „გალაქტიკის მცველებისა“ (Guardians of the Galaxy) და „ჯუმანჯის“ (Jumanji) ფრენჩაიზებში, რომლის მორიგ ნაწილს ამჟამად დუეინ ჯონსონთან ერთად იღებს. ის ასევე ითამაშებს „მთიელის“ (Highlander) მომავალ რიმეიქში. ჰაჩერსონი ასევე ცნობილია ისეთი მეგა ფრენჩაიზებიდან, როგორებიცაა „შიმშილის თამაშები“ (The Hunger Games) და „ხუთი ღამე ფრედისთან“ (Five Night’s at Freddy’s), ხოლო ოუენი ცნობილია როლებით ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „კლოსერი“ (Closer), „ცოდვების ქალაქი“ (Sin City), სატელევიზიო სერიალი „კნიკი“ (The Knick) და სხვა. (წყარო: The Hollywood Reporter)