კინო
06 February
კარენ გილანი, ჯოშ ჰაჩერსონი და ქლაივ ოუენი ზებუნებრივ თრილერში „მკრეხელობა“ ითამაშებენ
კარენ გილანი, ჯოშ ჰაჩერსონი და ქლაივ ოუენი მონაწილეობას მიიღებენ მომავალ ზებუნებრივ თრილერში „მკრეხელობა“, რომელიც სცენარისტ ლუკ პიოტროვსკის სარეჟისორო დებიუტს წარმოადგენს. THR-ის მიერ „ეგზორცისტისა“ და „ტრენინგის“ ნარევად აღწერილი ფილმი მოგვითხრობს ორ სასულიერო პირზე, რომელთაც ეშმაკით შეპყრობილი ახალგაზრდა ქალი ეგზორციზმისთვის უსაფრთხო ადგილას უნდა გადაიყვანონ. როდესაც ის მოულოდნელად გაიქცევა, მათი სიცოცხლე და რწმენა საბოლოო გამოცდის წინაშე აღმოჩნდება.