ანიმაციურმა სტუდია „კინემა ციტრუსმა“ სამშაბათს განაცხადა, რომ სტუდია „გიფთ-ო'-ანიმაიშენის“ დამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი სატოში მორი 20 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მორის ოჯახმა ასევე სამშაბათს გაავრცელა მისი გარდაცვალების შესახებ განცხადება და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას მხარს უჭერდა. მორი ასევე იყო „ქარდფაით!! ვანგარდ ოვერდრესის“ (Cardfight!! Vanguard overDress) ორ სეზონის რეჟისორი და „ქარდფაით!! ვანგარდ უილ+დრესის“ (Cardfight!! Vanguard will+Dress) სამი სეზონის მთავარი რეჟისორი. მორის რეჟისორობით შეიქმნა „მეიდ ინ აბისის“ (Made in Abyss), „სქორჩინგ პინგ პონგ გიორლსის“ (Scorching Ping Pong Girls) ეპიზოდები და „რაიზინგ ოფ ზე შილდ ჰიროს“ (The Rising of The Shield Hero) პირველი ანიმე სეზონი (სადაც ის ასევე იყო მრავალი ეპიზოდის ანიმაციის რეჟისორი). მორი იყო „ევრეკა სევენი – გუდ ნაით, სლიფ თაით, იანგ ლავერს“ (Eureka Seven - good night, sleep tight, young lovers) ფილმის და „სთარ დრაივერის“ (Star Driver) ეპიზოდების, ასევე „სეიქრედ სევენის“ (Sacred Seven) ერთ-ერთი ეპიზოდის მექანიკური ანიმაციის რეჟისორი. ის ასევე იყო „მობაილ სუიტ განდამ იუსის“ (Mobile Suit Gundam UC) ერთ-ერთი ეპიზოდის ანიმაციის რეჟისორი. განახლება: სატოში მორის სახელის მართლწერა გასწორდა. მადლობა, Hpilbog31. წყაროები: „კინემა ციტრუსის“ X/Twitter-ის ანგარიში, Comic Natalie.