„მშვიდობით, ლარა“ - ახალი ანიმე სერიალი პატარა ქალთევზას ისტორიის თანამედროვე ვერსიით
ივლისში შედგება ახალი ანიმე სერიალის „მშვიდობით, ლარა“ დებიუტი, რომელიც ჰანს ქრისტიან ანდერსენის „პატარა ქალთევზას“ მსგავს ამბავს მოგვითხრობს. სიუჟეტი მიჰყვება ქალთევზას, რომელიც ადამიანთა სიყვარულს ნატრობს, კვდება და 200 წლის შემდეგ თანამედროვე იაპონიაში იბადება. სერიალს ტაკუში კოიდე „კინემა ციტრუსში“ რეჟისორობს.