თამაშები
02 February
"Baldur's Gate 3": მოდი თამაშში ადრეული წვდომის ვერსიიდან ამოღებულ კონტენტს აბრუნებს
"Larian Studios"-ის მიერ "Baldur's Gate 3"-ის ამოღებული კონტენტის აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღო ეს მისია. მოდერმა HyperspaceTowel-მა შექმნა პროექტი "Early Access Scenes Restored", რომელიც თამაშში ადრეული წვდომის ვერსიიდან ამოღებულ სცენებს, შეხვედრებსა და NPC-ებს აბრუნებს. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომპანიონების რეაქტიულობას პირველ აქტში და შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვინც უკვე ითამაშა თამაში, განაახლონ მორიგი გავლა.