მუსიკა
17 February
ჩარლი XCX-ის „Wuthering Heights“: გოთური ზამთარი თუ წარსულის ექო?
გასული წლის ნოემბერში Charli XCX-მა გამოუშვა სინგლი „House“, რომელიც მისი ახალი საუნდტრეკის, „Wuthering Heights“-ის წამყვანი ტრეკია. ემილი ბრონტეს კლასიკური ნოველის ეკრანიზაციისთვის შექმნილი ალბომი, რომელსაც ემერალდ ფენელი იღებს, მომღერლისთვის ახალ შემოქმედებით მიმართულებად იქცა, რაც კონტრასტში მოდის მის წინა, კლუბურ ალბომ „brat“-თან. მიუხედავად „გოთი გოგონას ზამთრის“ კონცეფციისა, ალბომი ხშირად მომღერლის ადრეულ ნამუშევრებს მოგვაგონებს და თუმცა ჟანრებს შორის შერწყმა ზოგან რთულდება, ის მაინც გვთავ