„თეთრი ლოტუსის“ მე-4 სეზონის ქასთი დადასტურდა
მაიკ უაიტის HBO დრამის, „თეთრი ლოტუსის“ მოახლოებული მეოთხე სეზონის მოქმედება საფრანგეთში, სენ-ტროპეში, Château de la Messardière-ში განვითარდება. ახალი სეზონის ქასთის დადასტურებული სია ნელ-ნელა ხდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ HBO მომავალი სეზონების შესახებ ბევრ დეტალს არ აზიარებს, ყოველი ახალი მსახიობის გამოცხადება დიდ ინტერესსა და მოლოდინს იწვევს. The Hollywood Reporter-მა შეადგინა ყველა დადასტურებული მსახიობის სია, რომლებიც „თეთრი ლოტუსის“ მეოთხე სეზონში მიიღებენ მონაწილეობას.