კინო
30 January
„პიტერ ჰუჯარის დღე“ – ოსტატური პორტრეტი, რომელიც ბიოგრაფიული ჟანრის კლიშეებს ემიჯნება
ფილმი „პიტერ ჰუჯარის დღე“, რომელიც ცნობილი ქვიარ ფოტოგრაფის ცხოვრებას ეხება, ბიოგრაფიული ჟანრისთვის დამახასიათებელ სენსაციურობასა და სენტიმენტალურობას ემიჯნება. რეჟისორი ირა საქსი, ბენ უიშოუსა და რებეკა ჰოლის მონაწილეობით, გმირის შინაგან სამყაროს ერთგული და ნატიფი შტრიხებით ხატავს, რითაც 1970-იანი წლების მხატვრის დახვეწილ და შთამბეჭდავ პორტრეტს ქმნის. ეს არის ღრმა და შინაარსიანი დიალოგების ფილმი, რომელიც გულწრფელობით აღბეჭდავს სულის არსს.