ბეტმენი უნიკალური, თანამედროვე კოსტიუმით ბრუნდება - დეტალები ანიმაციური სერიალიდან „ბეტბორბლები“
მიუხედავად იმისა, რომ რობერტ პატინსონის „ბეტმენი 2“-ისა და ჯეიმს განის „მამაცისა და გაბედულის“ (The Brave and the Bold) შესახებ ბევრი დეტალი არ ვრცელდება, ბეტმენის ფანებს ახალი კონტენტის ლოდინი არ მოუწევთ. ანიმაციურ სერიალ „ბეტბორბლებში“ (Batwheels) ბნელი რაინდი ახალი, თვალწარმტაცი კოსტიუმით გამოჩნდა, რომელიც რუხ, შავ, ყვითელ და იისფერ ელემენტებს აერთიანებს. პერსონაჟს ითან ჰოუკი ახმოვანებს, სერიალში კი კრისტიან ბეილის ბეტმობილიც გამოჩნდა.