გრეტა გერვიგის „ნარნია: ჯადოქრის ძმისშვილი“ მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია – გადაღებები დასრულდა, ახალი მსახიობები დაემატა
გრეტა გერვიგის ადაპტაცია „ნარნიის ქრონიკები: ჯადოქრის ძმისშვილი“ გადაღებები დასრულდა და სამსახიობო შემადგენლობას რამდენიმე ახალი სახე შეემატა. ფილმი, რომელიც ნარნიის შექმნის ამბავს მოგვითხრობს და სერიის ქრონოლოგიურად პირველ ნაწილს წარმოადგენს, კინოთეატრებში 2026 წლის 26 ნოემბერს გამოვა, ხოლო Netflix-ზე შობის დღეს გახდება ხელმისაწვდომი.