Netflix-ი ახალი მისტიკური სერიალის „უბნები“ პირველ კადრებს აქვეყნებს
Netflix-მა გამოაქვეყნა პირველი კადრები თავისი მომავალი 8-ნაწილიანი მისტიკური სერიალიდან „უბნები“. პროექტი „უცნაური ამბების“ შემქმნელების, Duffer Brothers-ის აღმასრულებელი პროდიუსერობით იქმნება და მასში მთავარ როლებს ალფრედ მოლინა, ჯინა დევისი და სხვა ვარსკვლავები ასრულებენ. სერიალი მოგვითხრობს პენსიონერთა საზოგადოებაზე, რომელიც ბნელ საიდუმლოს აღმოაჩენს. პრემიერა 21 მაისს შედგება.