კინო
06 February
„უსასრულო გარსი“: ამბიციური ჩანაფიქრი გაცვეთილი შესრულებით
რეჟისორ აარონ სილვერსტაინის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „უსასრულო გარსი“ ცდილობს გადმოგვცეს კაცობრიობის არსებობის მიზნისა და ეგზისტენციალური შიშის ამბავი უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანის სხეულების (გარსების) ათვისების კონტექსტში. მიუხედავად ამბიციური ჩანაფიქრისა, ფილმი, რომელიც 2013 წლის „მასპინძლისა“ და „ინტერსტელარის“ ნაკლოვან ჰიბრიდს წარმოადგენს, ვერ ახერხებს საკუთარი გზავნილის სრულყოფილად მიწოდებას და მაყურებელს გაცვეთილი და პესიმისტური დასკვნებით ტოვებს.