„სილოს“ მესამე სეზონი „მთლიანად ახალ შოუს“ დაემსგავსება – ჯესიკა ჰენვიკი შოკისმომგვრელ ცვლილებებზე საუბრობს
მსახიობი ჯესიკა ჰენვიკი სერიალ „სილოს“ მესამე სეზონის სიუჟეტურ ცვლილებებსა და მეოთხე სეზონის გადაღებების სირთულეებზე საუბრობს. მისი თქმით, ახალი სეზონი მაყურებელს სრულად განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებს, რადგან მოვლენები სილოს გარეთ, პოსტაპოკალიფსურ სამყარომდე პერიოდში განვითარდება. ჰენვიკმა ასევე აღნიშნა, რომ მეოთხე სეზონის გადაღებები მისთვის, როგორც მსახიობისთვის, უდიდესი გამოწვევა იყო.