ემა თურმანის ახალი მძაფრსიუჟეტიანი თრილერი „Pretty Lethal“ – Amazon Prime Video-მ გამოსვლის თარიღი და ფოტოები გამოაქვეყნა
Amazon Prime Video-მ გამოაცხადა მძაფრსიუჟეტიანი თრილერის, „Pretty Lethal“-ის გამოსვლის თარიღი, რომელშიც მთავარ როლს ემა თურმანი ასრულებს. ფილმი სტრიმინგ პლატფორმაზე 2026 წლის 25 მარტს გამოვა, მისი პრემიერა კი მანამდე, 13 მარტს, South by Southwest კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმი ხუთ ბალერინაზე მოგვითხრობს, რომლებიც იძულებულნი ხდებიან, თავი შეაფარონ იდუმალ სასტუმროს და გადარჩენისთვის იბრძოლონ.