„ოქროს ხანა“: HBO-ს პოპულარული დრამის მეოთხე სეზონს ახალი მსახიობები შეემატნენ
HBO-ს ისტორიულ დრამა „ოქროს ხანის“ მეოთხე სეზონის ქასთს ექვსი ახალი მსახიობი, მათ შორის ტეილორ ტრენში, ჯეიმს სკალი, დენის ჰეისბერტი, მეგი კუნცი, ნილ ჰაფი და ბონი მილიგანი შეუერთდა. ისინი სერიალში განმეორებად როლებს შეასრულებენ, რომლებიც მაყურებელს სხვადასხვა საინტერესო პერსონაჟს წარუდგენენ, მათ შორის ვან რაინის ოჯახის ახალ წევრს, სახელოვან მხატვრის შეგირდს და ჯონ დ. როკფელერს.