„The X-Files“-ის რიმეიქმა „ჰულუზე“ პილოტის გადაღებაზე მწვანე შუქი მიიღო – რა ვიცით პროექტის შესახებ?
რაიან კუგლერის „The X-Files“-ის რიმეიქის პროექტმა „ჰულუსგან“ პილოტის გადაღებაზე მწვანე შუქი მიიღო. სერიალი FBI-ის ახალ აგენტებს წარმოაჩენს, რომლებიც პარანორმალურ მოვლენებს იძიებენ და ამით ორიგინალური საკულტო შოუს მემკვიდრეობას გააგრძელებენ. კრის კარტერი პროექტში ჩართული იქნება, დანიელ დედვაილერი კი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.