„ბრიჯერტონის“ ვარსკვლავმა ლუკ ტომპსონმა დედოფალ ელისაბედ II-სთვის გამოსვლა გაიხსენა
სერიალ „ბრიჯერტონის“ ვარსკვლავმა ლუკ ტომპსონმა, რომელიც შოუში ბენედიქტ ბრიჯერტონის როლს ასრულებს, გაამხილა, რომ სტუდენტობისას მას დედოფალ ელისაბედ II-სთვის ტომ სტოპარდის მონოლოგი აქვს შესრულებული. მსახიობმა დეტალები ინტერვიუში გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება „სხეულიდან გასვლის“ შეგრძნებას ჰგავდა.