„EPiC: ელვის პრესლი კონცერტზე“ - როგორ შეიქმნა ფილმი, რომელიც როკ-ენ-როლის მეფეს აცოცხლებს
რეჟისორი ბაზ ლურმანი, მონტაჟორი ჯონათან რედმონდი და გრეისლენდის არქივისტი ენჯი მარჩეზე ახალ ფილმზე „EPiC: ელვის პრესლი კონცერტზე“ საუბრობენ. ფილმი 1970-იანი წლების ელვისის აქამდე უნახავი საკონცერტო ჩანაწერებითაა შექმნილი, რომელიც წლების მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. ნამუშევარი ცდილობს, პრესლი მაყურებელს საკუთარი სიტყვებით, ყველაზე ავთენტურად წარმოუჩინოს, რისთვისაც პიტერ ჯექსონის გუნდმა უზარმაზარი რესტავრაციის სამუშაოები ჩაატარა.